ციხეში პატიმრის სუიციდის გამო, ციხის ინსპექტორს ბრალი წაუყენეს

09 ოქტომბერი 2019, 12:54 2250 ნახვა

ქუთაისის პენიდენციური დაწესებულების თანამშრომელს ბრალი წაუყენეს, რომელმაც პატიმრის სუიციდის ფაქტი დროულად ვერ შენიშნა. 

საუბარია ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის თვითმკვლელობის საქმეზე. იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც თვალთახედვიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი. 

ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ​პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დანაშაულს აღიარებს, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი