აჭარაში 2018 წელს საშუალო ხელფასი 866 ლარი იყო - საქსტატი 

08 ოქტომბერი 2019, 17:33 1501 ნახვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს აჭარაში დასაქმებულების  საშუალო ხელფასი 866 ლარი იყო. საქსტატში ირწმუნებიან, რომ სხვა წლებთან შედარებით თვიური ანაზღაურება გაზრდილია, აჭარაში მოქალაქეებს სხვა რეგიონებთან შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ და სტატისტიკის დიაგრამაზე ის თბილისის შემდეგ მეორე პოზიციაზეა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 2018 წელს, საშუალო ხელფასმა 1068 ლარი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. 

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ხელფასი თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა. შედარებით მაღალი ანაზღაურება აქვთ საფინანსო და სადაზღვევო სფეროში დასაქმებულებს. ის საშუალოდ 2236 ლარია. პროფესიულ და სამეცნიერო სექტორში მომუშავეებს 1712 ლარი, მშენებლობაზე დასაქმებულებს კი, 1552 ლარი. 

კვლავ განსხვავდება ერთი და იგივე პოზიციაზე მომუშავე  ქალების და კაცების სახელფასო ანაზღაურება. 2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822 ლარი იყო, ხოლო კაცების 1280 ლარი. 

რაც შეეხება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს, საქსტატის მონაცემებით კერძო სექტროში მომუშავეთა ანაზღაურება 271 ლარით ნაკლებია. 

საშუალო თვიური ხელფასი 2001 წელს 94 ლარი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი