უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს უსმენენ დეპუტატები, დილიდან კანონმდებლების კითხვებს მაია ვაჩაძე პასუხობს, აღსანიშნავია რომ წინა კანდიდატებისგან განსხვავებით მაია ვაჩაძე ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრად არ განიხილება.
თუმცა გაისმა კითხვები მოსამართლის მუშაობაზე წინა ხელისუფლების პერიოდში და იყო თუ არა მაშინ სასამართლოზე ზეწოლა.