ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ადგილებს ეცნობიან. მათი მომზადებული დასკვნის მიხედვით გადაწყდება, მიიღებენ თუ არა მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკები ან კინტრიშისა და ქობულეთის დაცული დაცული ტერიტორიები ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს.