პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კიდევ ერთ კანდიდატს უსმენენ. კანონმდებლების შეკითხვებს ამჯერად მაია ვაჩაძე პასუხობს. იგი ბოლო დროს ერთ-ერთი რეზონანსული საქმის მოსამართლე იყო.
საუბარია „რუსთავი 2-ის“ წილების საკუთრებაზე. მაია ვაჩაძის გადაწყვეტილებას მაშინ მწვავე შეფასებები მოჰყვა. მათ შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების ნაწილში.