დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში გამოიდარებს და ხვალ მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა - სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე +25, +27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +22, +24 გრადუსი.
ზღვის წყლის ტემპერატურა 23 გრადუსია.
ხვალინდელი გამოდარება იქნება ხანმოკლე და ოთხშაბათს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ წვიმა და ქარია მოსალოდნელი.