გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამოასვენეს

05 ოქტომბერი 2019, 15:05 2228 ნახვა

საქართველო სიჩუმის კომპოზიტორს გია ყანჩელს დაემშვიდობა. კომპოზიტორი  დიდუბის პანთეონში ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართა. ქართველი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

გია ყანჩელის პატივსაცემად შტ. ჟაცობს-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისი უკვდავი ნაწარმოებები აჟღერდა. ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარ სამრეკლოში ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში