პროკურატურამ "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე დაიბარა

04 ოქტომბერი 2019, 17:08 1936 ნახვა

ხვალ, 5 ოქტომბერს, პროკურატურაში "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს ელოდებიან. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ჟურნალისტი უწყებაში 11 საათისთვის დაიბარეს. 

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე" - წერია უწყების განცხადებაში. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი