საქართველოში მყოფი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.
ისაუბრეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათთან ბრძოლის მექანიზმებზე. ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.