მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია

05 სექტემბერი 2016, 00:00 4190 ნახვა

“უწყვეტ გარემოთა მექანიკა და ანალიზის მონათესავე საკითხები” -  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი ღონისძიება, რიგით VII საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. წარმოდგენილია მათემატიკისა და მექანიკის დარგები. მასში 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართველი მათემატიკოსების, სტუდენტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებას. რიგით VII საერთაშორისო კონფერენცია ცნობილ ქართველი მათემატიკოსისა და აკადემიკოსის ნიკოლოზ მუსხელიშვილის 125 წლის იუბილეს ეძღვნება.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში