ევროკავშირის პროექტი ტურიზმის განვითარებისთვის

05 სექტემბერი 2016, 00:00 4786 ნახვა

“კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის” - ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ბათუმში საკოორდინაციო შეხვედრები დაიწყო. ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების  პროფესორები, სტუდენტები და ტურიზმის დარგში მომუშავე სახელმწიფო და კერძო უწყებები, ერთმანეთს სფეროში დაგროვილ გამოცდილებას უზიარებენ. საკრუიზო ტურიზმის განვითარებისა და განათლების სფეროში საერთო ინტერესების გათვალისწინებით დღესვე ბათუმის საზღვაო აკადემიას, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტს, გიდების ასოციაციასა და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრები 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში