პრემიერა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში. პოლონეთის ელენა მოდჟეიევსკას სახელობის ლეგნიცის თეატრმა ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ,,კლასიკური კოპროდუქცია’’ წარადგინა.
რეჟისორმა იაცეკ გლომბიამ პიესა ორი სამსახიობო ჯგუფის - ლეგნიცისა და ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების საუბრებსა და იმპროვიზაციაზე დაყრდნობით შექმნა.
სპექტაკლის ფინანსური მხარდამჭერი ქვედა- სილეზიის თვითმმართველობა და აჭარის განათლების სამინისტროა.