ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი  და დამფუძნებელი პროკურატურაში იმყოფება. ზუკა გუმბარიძე „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ეპიზოდზეა დაბარებული.
საქმე ეხება პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც,  4 წლის წინ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერმედია პლუსთან“, რომლის მფლობელთა შორისაა გუმბარიძე.  
ფორმულას ჟურნალისტები საქმეზე გამოძიების დაწყებას ზეწოლად აფასებენ.