ქედაში საკრებულოს სხდომა გაიმართა

01 ოქტომბერი 2019, 11:19 1627 ნახვა

ქედაში საკრებულოს სხდომა გაიმართა. პარკირების სისტემის მოწესრიგებისთვის დადგენილების ამოქმედება მოითხოვა ნაციონალურმა მოძრაობამ, უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ საკითხს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ.

მოისმინეს ქედის წყალკანალის 8 თვიანი მუშაობის ანგარიში.  საკითხების განხილვამდე  ევროპული საქართველოს წევრმა განცხადება გააკეთა  სხდომის ჩატარების დღეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სხდომის ჩატარების დღეები მის პედაგოგიურ საქმიანობას ხელს უშლის.
 

ამის შემდეგ თემურ ავალიანმა სხდომათა დარბაზი დატოვა. საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ პრეტენზიებს გაითვალისწინებენ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი