„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული წესით აიყვანეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
პარტია ''გამარჯვებული საქართველოს'' წევრის კოტე კემულარიას განცხადებით ჩალაგაშვილი სასამართლოში უკვე გადაიყვანეს. კემულარიასთავის უცნობია პარტიის ლიდერი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რომელი მუხლითაა დაკავებული.
შსს-ში აღნიშნულ თემაზე ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით, არ აკეთებენ.