ამინდი, ბათუმი, 28 სექტემბერი - დღეს ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

28 სექტემბერი 2019, 11:15 2523 ნახვა

აჭარაში დღეს ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება.

ძლიერ წვიმასთან ერთად გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე, შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა ბათუმში: ღამით +18, დღისით +20 გრადუსი იქნება.

ნალექის ინტენსივობა დღის ბოლოს დაიკლებს და ქარი ჩადგება.

კვირას დღის მეორე ნახევრიდან  გამოიდარებს და ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში