ბათუმში ავტომობილების გაქურდვის და ქურდობის მცდელობისთვის ორი პირი დავაკავეთ - შსს

25 სექტემბერი 2019, 10:04 4155 ნახვა

აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 2 პირი - 1985 წელს დაბადებული ზ.გ. და 1985 წელს დაბადებული, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ბ. დააკავეს.

''გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.გ.-მ ბათუმში მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

რაც შეეხება რ.ბ.-ს, სამართალდამცველებმა ის იმ დროს დააკავეს, როდესაც ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილიდან ხელჩანთის მოპარვას ცდილობდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს, დაკავებულმა მის მიერ ჩადენილი ავტომობილის გაქურდვის რამდენიმე ფაქტიც აღიარა'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე,  სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი