ჩხუბი რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ბრალდებულებს სამი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

19 სექტემბერი 2019, 11:33 3548 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მომხდარი ჩხუბის საქმეზე დაკავებული ოთხივე ბრალდებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდებულებს პირობითი სასჯელი შეეფარდათ.  

რეზო წულუკიძეს, დავით ქამადაძეს და ზაურ ქედელიძეს სამი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ხოლო ელდარ ანთაძეს 3 წლით და 6 თვით.

ჩხუბი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 მარტს მოხდა.  დაპირისპირების დროს ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს,  ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით  კი ხუთი პირი დააკავეს.  

თუმცა ის, ვინც ამ კონფლიქტის დროს შეიარაღებული იყო, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ოთხი ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი