ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერისტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს. ღონისძიება მუსიკალურად სასწავლებლის ბენდმა გააფორმა. ეზოში მოეწყო ფოტო გამოფენაც, რომელზეც ასახულია უნივერსიტეტის სიახლეები და მიღწევები.
2019-2020 სასწავლო წელს ბათუმის უნივერისტეტში 1 273 პირველკურსელი ჩაირიცხა, მათგან სასწავლო გრანტი 100-მდე სტუდენტმა მიიღო.
უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 650 უცხოელია. პირველკურსელებს ახალი სასწავლო წელი აჭარის მთავრობის წევრებმა და უნივერსიტეტის რექტორმა მიულოცეს.