მშენებლობის გამო, ოჯახს სახლში შესასვლელი ამოექოლა

14 სექტემბერი 2019, 19:06 10545 ნახვა

4 წევრიანი ოჯახი გარესამყაროსგან იზოლაციაში სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით არა სტიქიამ, არამედ მეზობელმა მოაქცია. ისინი საკუთარი სახლში გამომწყვდეულები არიან.  სოციალურად დაუცველ ოჯახს კედლის აღმართვით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყველა შესასვლელი ჩაუკეტეს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, პენსიონერსა და ოჯახის კიდევ ორ წევრს, საკვებს და მედიკამენტებს უკვე ერთი კვირაა ახლობლები კედლიდან ხელოსნების დახმარებით აწვდიან.

დღეს ჩვენ გადამღებ ჯგუფს დოლიძეების საცხოვრებელში მოსახვედრად, სპეციალურად კიბის მიდგმა დასჭირდა. რატომ აღიმართა მეზობლებს შორის კედელი?

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში