რესტორნებისა და სასტუმროების საყურადღებოდ - შესაძლოა უახლოეს პერიოდში „იდუმალი სტუმარი“ გეწვიოთ. პროექტს ტურიზმის დეპარტამენტი წელსაც ახორციელებს. სპეციალურად მომზადებულმა, „პრეტენზიულმა სტუმარმა „ მომსახურების ხარისხთან ერთად ინტერიერი და ხედიც უნდა შეაფასოს. საბოლოოდ რეკომენდაციები შემოწმებულ ობიექტებს გადაეგზავნებათ, ამას კი მომხმარებელი ვერ ნახავს.
მსგავსი რეიტინგების, თუ ვარსკვლავების სისტემა არ არსებობს - არც ფორმალური და არც არაფორმალური, შესაბამისად ამ მხრივ ეფექტიანობის დადგენა რთულია, მაგრამ მარტივია მომსახურების სფეროში ჩართული პირებისთვის.