რივიერაზე ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა არ დასმულა - "მდუმარე დეპუტატების" კვლევის ავტორი

11 სექტემბერი 2019, 15:38 1641 ნახვა

საკრებულოს კომისიის სხდომებზე დეპუტატები არც მსჯელობენ და არც დისკუსიაში ერთვებიან - ეს განცხადება რომან დოლაბერიძემ გააკეთა, რომელიც დეპუტატებს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დროსაც კი, საკრებულოს წევრების დიდი ნაწილი დუმილს არჩევს. 

''საკრებულოს კომისიის სხდომებზე ისევ არ მიდის მსჯელობები, არც დისკუსიები, ისევ პასიური მდგომარეობაა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულოს კომისიის სხდომებზე საერთოდ არაფერი არ ხდება. მეორე კვარტალშიც ისეთივე მდგომარეობაა.  ფაქტიურად წერტილოვანი შეკითხვებიც კი, არ ისმის. 

შემიძლია ბოლო შეხვედრა გავიხსენო. ''რივიერასთან'' დაკავშირებით გამართულ სხდომაზე არცერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა არ დასმულა'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს რომან დოლაბერიძემ.

რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს აპროტესტებენ მოქალაქეები, საპროტესტო კამპანია რამდენიმე თვის განმავლობაშ გრძელდება. მოქალაქეები საკრებულოს სხდომებზეც ბევრჯერ მისულან და ხმაურიანი გამოსვლებიც ჰქონიათ. 

კვლევა საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ საკრებულოს წევრების 48% პასიურია. 12 დეპუტატს კი, სხდომებზე განცხადება და კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი