მდუმარე დეპუტატები ბათუმის საკრებულოში, რომლებმაც სამ თვეში 60 ათას ლარამდე ხელფასი მიიღეს. საკრებულოს 21 წევრიდან თორმეტი პასიურ დეპუტატებს შორის მოხვდა. ყველა მათგანი წარმომადგენლობით ორგანოში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.
ეს სტატისტიკა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, რომელსაც პირველი შეფასებები უკვე მოჰყვა. უმცირესობაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის წევრებს საკრებულოში ძირითადად ნოტარიუსის ფუნქცია აქვთ.