გიორგი გახარიას მთავრობას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

08 სექტემბერი 2019, 17:00 2869 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას და მინისტრთა კაბინეტს მხარი დაუჭირა. 98 მომხრე და 0 წინააღმდეგი - დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა. 

გიორგი გახარია პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ''ქართულმა ოცნებამ'' 3 სექტემბერს დაასახელა. მამუკა ბახტაძემ პრემიერ- მინისტრის თანამდებობა  2 სექტემბერს დატოვა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

ნათელა თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი

ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი

მიხეილ ბატიაშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი

თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი

ქთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

 



 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი