ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი წელს 15-22 სექტემბერს ჩატარდება. ორგანიზატორებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა.
კინოფესტივალის ერთ-ერთი საინტერესო სექციაა „დიდოსტატთა კოლექცია“, რომელიც ცნობილი რეჟისორების ბოლო წლის ნამუშევრებს მოიცავს. კინოჩვენებები ღია ცის ქვეშაც გაიმართება.