პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

04 სექტემბერი 2019, 10:21 1161 ნახვა

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები მომდევნო სამი დღის განმავლობაში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. 

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა დღეიდან დაიწყო. 

დეპუტატები პირველს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმენენ. პროგრამის შესახებ კანდიდატი სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე ისაუბრებს.

შემდეგ კი პარლამენტარები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ბატიაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძეს მოუსმენენ.

6 სექტემბერს კი მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება.  მთავრობის ახალ შემადგენლობას  „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები მოუსმენენ.

7 სექტემბერს კი  „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციები.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2 სექტემბერს მამუკა ბახტაძემ  პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

3 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი