გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად დაასახელა

03 სექტემბერი 2019, 09:58 3812 ნახვა

"ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი იორგი გახარია წარადგინა.  მოქმედი შს მინისტრი მამუკა ბახტაძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა გუშინ, 2 სექტემბერს დატოვა. გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭოზე, მე როგორც თავმჯდომარემ, წარვადგინე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით და მივიღე სრული მხარდაჭერა. შემდგომ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქ კითხვები არ დასმულა. ეს არის ჩვენი არჩევის ობიექტური შეფასება. ჟურნალიტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მან საკუთარი საქმიანობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენიდან, შემდეგ იგი იყო ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა. ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს. კიდევ ერთხელ მინდა, წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში