საქართველოში ახალი პოლიტიკური წელი იწყება. საკადრო ცვლილებების სეზონი შემოდგომაზე გაიხსნა. ხვალ უმრავლესობა პრემიერობის ახალ კანდიდატს წარადგენს. ეს შესაძლოა გიორგი გახარია იყოს. მინისტრი რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი 75-ე დღეა მოითხოვს.
რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანებასთან დაკავშირებული გახარიას შესაძლო გაპრემიერების წინააღმდეგ „სირცხვილიას“ ორგანიზატორები ხვალ აქციას გეგმავენ.