საქართველოს პრემიერ მინისტრი რამდენიმე საათში განცხადებას გააკეთებს. მამუკა ბახტაძის ბრიფინგის ზუსტი დრო ამ ეტაპზე უცნობია.
შესაძლოა, განცხადება თანამდებობის დატოვებას უკავშირდებოდეს.
მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე, უმრავლესობის წევრებმა გუშინ იმსჯელეს. დეპუტატებმა ღიად თქვეს, რომ საკადრო ცვლილებები იგეგმება, უფრო მეტს საზოგადოება მომდევნო დღეებში გაიგებდა.
მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რამდენიმე კვირაა აქტიურად საუბრობენ, თუმცა ''ქართული ოცნების'' წევრები ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.