სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებს სისტემატურად მართავენ.