არ დაელოდოთ ამინდის გაუარესებას, დროულად დააზღვიეთ მოსავალი - სამინისტრო ფერმერებს მიმართავს

30 აგვისტო 2019, 14:47 1388 ნახვა

ციტრუსის დაზღვევის პროცესი დაწყებულია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ფერმერებს მოუწოდებენ, პროცესებში დროულად ჩაერთონ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

სახელმწიფო მზად არის, გამოყოფილია შესაბამისი რესურსი თანამონაწილეობისთვის, ეს არის 70 პროცენტიანი თანადაფინანსება, ბენეფიციარი კი იხდის მხოლოდ 30 პროცენტს. უმორჩილესი თხოვნაა, რაც შეიძლება ოპერატიულად გაატარონ ის დაზღვევის კამპანია, რომლითაც უნდა მივიღოთ დაზღვეული ფერმერი ყოველგვარი სტიქიური პრობლემების დროს, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველ წელს დგება. დაზღვევა ძირითად რისკებს ფარავს, იქნება ეს ქარიშხალი, ყინვა და ა.შ. დროულად დაზღვევა არის იმის წინაპირობა, რომ მოულოდნელი ყინვისგან ან სხვა მსგავსი გაუთვალისწინებელი ფაქტორებისგან ჩვენი ფერმერები დაზღვეულები იქნებიან“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ციტრუსის დაზღვევა შეუძლია ყველას, ვისაც ნაკვეთი აქვს რეგისტრირებული და ფერმერთა ერთიან ბაზაში ფიქსირდება. 

ციტრუსის დაზღვევა გულისხმობს ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაზღვევის საფასურის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ციტრუსოვანი ნარგავებისათვის აგროკლიმატური რისკებიდან ყველაზე გავრცელებული სეტყვა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვაა, რომელსაც შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ დააზიანოს მოსავალი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი