20 ივნისის ღამეს დაკავებული 7 მოქალაქე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ყველა მათგანს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წაუყენეს, რაც 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს აქცია #სირცხვილიას მონაწილეებმა. მათი თქმით, სასამართლო ბიძინა ივანიშვილისა და პროკურატურის დაკვეთას ასრულებს. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ბრალდებულების ოჯახის წევრებიც. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრები მტკიცებულების გარეშე დააკავეს.