31 აგვისტო - ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე

31 აგვისტო 2016, 00:00 3736 ნახვა

დღეიდან 31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ ცხადდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული ქვედანაყოფი კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. დღეს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოსოვოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და ქართველი მშვიდობისმყოფელის დღის დაწესებას მიულოცავს. სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირველი ქართველი მშვიდობისმყოფელების დაჯილდოების ცერემონიაც. 

ამავე კატეგორიაში