პატარაძემ სტიქიის დროს დაზიანებული ხიდები დაათვალიერა

31 აგვისტო 2016, 00:00 3948 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდების და ერთ-ერთი საკალმახე მეურნეობის მდგომარეობას გაეცნო. ძლიერი წვიმების დროს ადიდებულმა მდინარემ ორი სოფლის - კუჭულასა და მეძიბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი წაიღო. დაზიანდა მდინარე აკავრეთაზე მოწყობილი სათევზე მეურნეობა, რომელიც მოვარდნილმა ნიაღვარმა მთლიანად დაფარა. მეურნეობაში განადგურდა მთელ პერიმეტრზე არსებული ინფრასტრუქტურა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი