ბათუმში ავტოავარიას ახალგზარდა ემსხვერპლა - მანქანა ქვეითს დაეჯახა

26 აგვისტო 2019, 10:38 11868 ნახვა

ბათუმი-ხელვაჩაურის ცენტრალურ გზაზე, ფრიდონ ხალვაშის გაზირზე ავტოავარის შედეგად მამაკაცი გადრდაიცვალა.  ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, 25 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. ავტომობილი ქუჩაში მდგომ მამაკაცს დაეჯახა. 

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ის მძიმე მდგომარეობაში დახვდა. 40 წლამდე მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა - თავის ტრამვა, ქალა ფუძის მოტეხილობა.  ახალგაზრდა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქმეზე შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესის დარღვევით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულის დაღუპვის შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება. დადგენილია ავტომობილი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი