"ბოდიშის მოხდის შემდეგ თემა დახურული უნდა იყოს"-საკრებულოს წევრები ირაკლი პატარიძის უცენზურო კომენტარზე

22 აგვისტო 2019, 11:54 1675 ნახვა

„ამ შემთხვევაში იმ ადამიანმა თავის მოსაზრებაზე საზოგადოებას  ბოდიში მოუხადა. ბოდიშის მოხდის შემდეგ მე ვფიქრობ თემა დახურული უნდა იყოს. ვიღაცისთვის  ბოდიშის მოხდა შეიძლება ძალიან ადვილია და ვიღაცისთვის ძალიან რთულია.“- ასე შეაფასა ბათუმის საკებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მისი კოლეგა ირაკლი პატარიძის მიერ გუშინ გაკეთებული უცენზურო კომენტარი.

ზოიძე ამბობს, რომ ყველა ადამიანი თავის შეფასებებში ინდივიდუალურია. მისივე თქმით, ადამაინები, რომლებიც  ბოდიშის მოხდას მიიჩნევენ ძალიან მარტივ ფორმად  შორს არიან ღირებულებებიდან და ფასეულობებიდან.

გუშინ საკრებულოს წევრის მიერ გაკეთებული უცენზურო განცხადება ლაშა სირაბიძემაც შეაფასა.  ლაშა სირაბიძის განმარტებით საკრებულოს წევრებს მეტი თავშეკავებულობა მართებთ მიუხედავად იმისა, რომ  შესაძლებელია, ისინი ვისზეც არის გაკეთებული აქცენტი მეტის ღირსნიც იყვნენ.

„უბრალოდ  ჩვენ მორალური უფლება არ გვაძლევს, რომ  ასეთი ფორმით გამოვხატოთ. თუმცა შესაძლებელია, ისინი ვისზეც არის გაკეთებული აქცენტი მეტის ღირსნიც იყვნენ. მეტი თავშეკავებულობა გვმართებს ჩვენ და რა თქმა უნდა ბოდიშის მოხდის ფორმა მისაღებია იმ კონკრეტული რაღაცის მიმართ რაზეც განცხადება გააკეთა.  ეს იყო ერთი საკრებულოს წევრის პოზიცია და არა ფრაქციის. ამ თემაზე ფრაქციაშიც არ ყოფილა განხილვა. მან ეს მის პირად გვერდზე გააკეთა და მერე ბოდიშიც მოიხადა“- განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა ლაშა სირაბიძემ.

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ გუშინ  ფეისბუქში უცენზურო კომენტარი ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებულ მასალაზე დაწერა, რომელიც "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტების წასვლას ეხებოდა.

მოგვიანებით კი ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მისი აღელვება ნიკა გვარამიას ღია ეთერით გაკეთებულმა შეურცახმყოფელმა  განცხადებებმა  გამოიწვია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი