მერის საწინააღმდეგო ბანერები ჩამოხსნეს

30 აგვისტო 2016, 00:00 4452 ნახვა

ჩაქვის გვირაბთან ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის საწინააღმდეგოდ გამოფენილი ბანერები დღეს ჩამოხსნილია. ბანერზე მერის ფოტო იყო დატანებული საბჭოთა პოლიციელის ქუდით და წარწერით - „ამხანაგი ერმაკოვი ბათუმის უუნარო მერი!“. ფაქტზე ქალაქის მერმა კომენტარი დღეს გააკეთა. გიორგი ერმაკოვი საბჭოთა ტერმინის ავტორებს ურჩევს, ზრდილობიანად მოიქცნენ, რადგან როგორც ამბობს, ამით იმ ადამიანებს აყენებენ შეუარცხყოფას, ვინც  24 საათის განმავლობაში მუშაობენ. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში