ახალი ავტომობილები სასწრაფო დახმარების ცენტრს

30 აგვისტო 2016, 00:00 3823 ნახვა

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს 4 ახალი ფოლკსვაგენის ტიპის ავტომობილი გადაეცა. ახალი ტრანსპორტი ბათუმის მერიამ შეიძინა. გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ზამთრის პერიოდში გადაადგილების პრობლემა აღარ იქნება. 4 ავტომობილის შესაძედნად 373 ათას 320 ლარი დაიხარჯა. გასულ წელს სასწრაფო დახმარების ცენტრმა ტექნიკური და სამედიცინო პერსონალის უნიფორმები განაახლა. ამ დროისთვის ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას 16 ბრიგადა ემსახურება, მათი რაოდენობის გაზრდა, წელიწადში 2-ჯერ, ზამთრში და ზაფხულში გამოძახებების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით ხდება. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში