მასწავლებლების ფულადი ჯილდოს მისაღებად განაცხადების მიღების პირველი ეტაპი დღეს სრულდება

20 აგვისტო 2019, 10:23 1576 ნახვა

საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღების პირველი ეტაპი  დღეს, 20 აგვისტოს სრულდება.

პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს - მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24:00 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.

ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.

საქართველოს განათლების სამინსიტროში აცხადებენ, რომ ამ ფორმით სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც შექმნეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ისტორია და აღზარდეს არაერთი თაობა, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო.

სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ რეფორმის ფარგლებში ხარისხიანი  განათლების უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები შემოვლენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი