დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუს-ში დაბარებას პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს

19 აგვისტო 2019, 15:22 1947 ნახვა

უმრავლესობის წევრი დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა. დაბარების მიზეზად იგი თავის თავის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს, რადგან ბოლო პერიოდში ის უპირისპირდებოდა უმრავლესობას და ასევე არ გამორიცხავს, რომ ეს უკავშირდება იმას, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მისი მეგობარია. სწორედ ამიტომ დეპუტატის განცხადებით იგი არ მივიდა გამოკითხვაზე და ანტიკორუფციულ სამსახურში მხოლოდ კონსულტაციების გასვლის შემდეგ მივა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით უწყებაში იყო დაბარებული, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს.საქმე სავარაუდოდ ეხება ბიძინა გეგიძის საქმიანობას „საქართველოს ფოსტაში“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში