პარტიული სიების წარდგენა 8 სექტემბრამდე უნდა მოხდეს

30 აგვისტო 2016, 00:00 2246 ნახვა

არჩევნებში მონაწილე პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა პარტიული სია 8 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ მინისტრები, გარდა პრემიერ-მინისტრისა, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები. სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები; საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, და ქალაქის მერი; ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის პარტიული სიები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუტანია.

ამავე კატეგორიაში