კონკურსი მესამედ და დირექტორობის 8 კანდიდატი

17 აგვისტო 2019, 21:12 1366 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო, დირექტორობის მსურველებს 20, 21 და 22 აგვისტოს მოუსმენს. მრჩევლებმა დღეს, კანდიდატების განცხადებები გადაარჩიეს, გასაუბრების ეტაპზე რვავე მათგანი გადავიდა. აღსანიშნავია, რომ განცხადება პირველად, მხოლოდ ირაკლი კიკვაძემ შემოიტანა. დანარჩენი 7, წინა კონკურსებშიც მონაწილეობდა.

საბჭოს თავმჯდომარე, კოლეგებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. ნატა იმედაიშვილი იმედოვნებს, რომ ამჯერად დირექტორს აირჩევენ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, კონკურსი მესამედ ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი