აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა

14 აგვისტო 2019, 18:02 2120 ნახვა

27 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგიკული მოვლენა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საომარი დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთს შორის  13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

1993 წლის 27 სექტემბერს კი  რუსულ-აფხაზურმა საოკუპაციო ძალებმა სოხუმი დაიკავეს და საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები სიკვდილით დასაჯეს. სხვადასხვა მონაცემებით ომს ათასობით ქართველი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.  ძირძველი ქართული რეგიონი კი იძულებით 300 ათასამდე ადამიანმა დატოვა.

საქართველოს ამჟამინდელი  ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ ომით მხოლოდ ოკუპანტი რუსეთი სარგებლობს და აუცილებელია მისი მშვიდობიანი გზით დარეგულირება.

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში