უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დღეს ხმაურით დაიწყო. კამათის გამო მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატ, თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრება დროებით შეწყდა კიდეც.
დაპირისპირება საბჭოს წევრებს ანა დოლიძესა და სერგო მეთოფიშვილს საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიას მიერ, კანიდიდატისთვის დასმული შეკითხვის შინაარსს მოჰყვა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ხვალ დაასრულებს. სავარაუდოდ ხვალვე იმსჯელებენ ფარული კენჭისყრის თარიღის ჩანიშვნაზეც.