ცენტრალური ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციას არ წყვეტს პროფესორი უჩა ოქროპირიძე

13 აგვისტო 2019, 13:32 1532 ნახვა

ცენტრალური ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციას არ წყვეტს პროფესორი უჩა ოქროპირიძე. იგი აჭარის მთავრობას სახლთან მივიდა,   სასწრაფო სამედიცინო  დახმარება  და უსაფრთხოების დაცვას მოითხოვა. სწორედ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვეს ყურადღებას.  

პროფესორი მეექვსე დღეა ბათუმის დრამატულ თეატრთან შიმშილობს, სადაც კარავია აქვს გაშლილი. 20-21 ივნისის ღამის გამო „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს.
 

შიმშილობა მასთან ერთად 5 დღის წინ ბათუმელმა მხატვარმა ჯონი ჯიჯეიშვილმაც დაიწყო. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი