ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

13 აგვისტო 2019, 10:06 1907 ნახვა

ქუთაისის აეროპორტში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს  ნარკოტიკული (10 აბი) და ფსიქოტროპული (72 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოუჩინეს.

აღნიშნული  მედიკამენტები შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, მათი  კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად ამოიღეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გადაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი