მოსამართლეობის კანდიდატი: "ენ-კა-ვე-დეს მეთოდებით აწარმოებთ დაკითხვას ქალბატონო ნაზი"

12 აგვისტო 2019, 18:15 1387 ნახვა

"ვერ გამომიყვანთ წყობიდან, თქვენ ენ-კა-ვე-დეს მეთოდებით აწარმოებთ დაკითხვას ქალბატონო ნაზი..." - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატმა პაატა შავაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს.  კანდიდატის გაღიზიანება ნაზი ჯანეზაშვილის კითხვამ გამოიწვია, თუ რატომ მოსწონს და უჭერს მხარს ე.წ. კლანის წევრებს... 

"გამიხარდებოდა, რომ ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუქში გამოვიდეს და თქვას, დღეს ეს დადებითი ძვრები განხორციელდა იმიტომ, რომ მუდამ ვითრგუნებით ადამიანები, როდესაც სულ უარყოფითს ვხედავთ". 

ადვოკატთან გასაუბრება დღეს, 12 აგვისტოს გაიმართა. 

"ის, რა რეფორმებიც ხორციელდება, დიმიტრი გვრიტიშვილის, გიორგი მიქაუტაძის დამსახურებაა. ყველასი, აქ ვინც ზის პატივცემულები, ყველას დამსახურებაა. ბატონი ირაკლი შენგელიასი, ბატონი რევაზ ნადარაიასი... მე, პირადად, როგორც ერთი რიგითი იურისტი, ვემადლიერები ამ ადამიანებს... ჩემი ნათესავი არც ერთი არ არის, ნეტა, იყვნენ, მივესალმებოდი ამას. აი, მაგალითად, ბატონი დიმიტრი [გვრიტიშვილი], მე ყოველთვის მოხარული ვიყავი, როდესაც მასთან მიწევდა პროცესები. ყველგან მითქვამს, რომ არაერთი დარღვეული უფლება იქნა აღდგენილი...

რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძეს, ის არის უძლიერესი იურისტი ჩვენს სინამდვილეში, ის არის ძალიან ძლიერი მენეჯერი და შესაბამისად, მას ხელეწიფება რეალური რეფორმების განხორციელება ამ ღირსეულ გუნდთან ერთად... მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია როგორც მუშაობს, ბრწყინვალედ, ვადები დაცულია, დროულად იწყება პროცესები, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელი რომ არ ვარგოდეს, ეს ასე არ იქნება, არა? ოჯახის თავი და უფროსი როგორიც არის, ისე არის ყველაფერი მიმდინარე... ხო, [სერგო] მეთოფიშვილს ვგულისხმობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მომწონს. ეს არის ჩემი შეფასება, იმედია, გემოვნებაზე არ ვიდავებთ", — ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, პაატა შავაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი