ამ დასკვნით  სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დასამარდა-კოტე კემულარია

09 აგვისტო 2019, 13:11 1821 ნახვა

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი  „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ეხმიანება. კოტე კემულარიას თქმით,  აღნიშნული დასკვნა არის ძალიან ზედაპირული.

„ბოლოს და ბოლოს გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ეს დასკვნა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ არის ნახევარგვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირული“- ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ ამ დასკვნით  სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დასამარდა.

„ძალიან მტკივნეულია ეს, ეს არის ამ ინსტიტუტის დასამარება, რომელსაც ერთად ვქმნიდით წლების განმავლობაში, ამ ექსპერტიზის ბიუროს, ვისი სახელიც ქვია, ლევან სამხარაული, ეს ახალგაზრდა კაცი ედგა სათავეში, ვთხოვდით ამერიკელებს და ევროპულებს, რომ ჩვენ გვქონოდა ეროვნული, საამაყო ბიურო და ის მართლაც იყოს საერთაშორისოდ აღიარებული და ძალიან ძლიერი რეგიონში. ამასაც ანგრევენ, ახლა სასამართლოს აყენებენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმიტომ, რომ მისთვის ეს დასკვნა სავალდებულო არ არის, სამი დასკვნა უდევთ იქ, მათ შორის, პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის და საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტის, რომელმაც ვ-ც ნახა და შ-ც და ყველა ის განსხვავება ნახა. ამით არაფერი არ მთავრდება, ეს ინსტიტუტებს აყენებს ძალიან დიდ დარტყმას, მაგრამ ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილ არის დაპატიმრებული- „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო და როდესაც მან გაუწია წინააღმდეგობა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს და იმისთვის, რომ ჟურნალისტების ხელში მოქცეულიყო საკუთრების ის წილები, რომელიც პრაქტიკულად დღეს ქიბარ ხალვაშს და ანუ ბიძინა ივანიშვილს უბრუნდება ისევ, ამის გამოა ის დაპატიმრებული“, - განაცხადა კემულარიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი