„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში და ოსი ხალხი უნდა გაერთიანდეს“ - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო პრეზიდენტი. ანატოლი ბიბილოვს მიაჩნია, რომ რუსეთთან შეერთება ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან შეერთების გზით უნდა მოხდეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი კი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, აქ რუსეთთან შეერთებაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ისაუბრეს სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
ორივე ფაქტმა მკვეთრი რეაქცია გამოიწვია ხელისუფლებაში, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტები არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და ოკუპაციის ლეგიტიმაციის უხეში მცდელობა.