''არა ოკუპაციას'' - საპროტესტო აქცია საოკუპაციო ხაზთან

07 აგვისტო 2019, 12:14 1201 ნახვა

11 წელი რუსეთ-საქართველოს  ომიდან. დღეს ქვეყნის მასშტაბით რუსული ინტერვენციის დროს დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.  5 დღიან ომს 408 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,  აქედან 170 სამხედრო მოსამსახურე, 14  შშს თანამშრომელი და  224 მშვიდობიანი მოქალაქე იყო.  

,,გოგონა მავთულხლართებთან“ აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით გორში  სპეციალური კედელი გაიხსნება. გოგონას ხელში მაკრატელი უჭირავს, როგორც კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარების სიმბოლო.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა სამოქალაქო საზოგადეობამ სოფელ ერგნეთში გააპროტესტა, იქ სადაც საოკუპაციო ხაზი გადის.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი